კახა კალაძე – კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ – ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის

კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ – ცნობილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ს გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის, – ამის შესახებ თბილისის მერი სოციალურ ქსელში წერს.
კალაძის განცხადებით, სამძიმარს უცხადებს მთელ საქართველოს.
„გიორგობისთვე”, “იყო შაშვი მგალობელი”, “პასტორალი”, “მთვარის ფავორიტები”, “პეპლებზე ნადირობა” და სხვ. – ესაა ოთარ იოსელიანის მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერით გადმოცემული კინო ამბები ადამიანებზე, მათ ღირებულებებზე, კონფორმიზმის საფრთხეებზე.
ოთარ იოსელიანმა ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე დაგვიტოვა საკუთარი სათქმელი, მდიდარი შემოქმედების სახით”, – წერს კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი – ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს – სად მივდივართ? ევროპაში!