კახა კალაძე კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს

კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ -ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა.
კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანი აგრძელებს დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილი განცხადებების კეთებას.
„ყოფილი ელჩის დამოკიდებულება გვახსოვს, ასევე განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას. ელჩისგან ამ ტიპის განცხადებები გასაოცარი იყო. ის აგრძელებს ამ განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი.
რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს ეს კანონპროექტი, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, გამჭირვალობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, ამერიკის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის შემობრუნების მიზანი არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არდაშვებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!