კახა კალაძე – ისევ და ისევ მათთვის, ოპოზიციის არსებობისთვის არის მნიშვნელოვანი პარლამენტში შესვლა, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იარსებონ და პოლიტიკაში დარჩნენ

ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი კამპანია და კეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკაში ყოფნა და გადარჩენა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ.
„საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა დღეს ამაზე საუბარი საინტერესო არ არის, სხვა უფრო ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. უამრავი დაპირებაა გაცემული ჩვენი მხრიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და თუ, რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში, შევლენ თუ არ შევლენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ისევ და ისევ მათთვის, მათი არსებობისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იარსებონ და პოლიტიკაში დარჩნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“