კახა კალაძე – თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ეროპულ გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა მოსახლეობასთან ერთად – სხვა გზა მე არ ვიცი

საქართველოს კურსი არის ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, მ უკრაინის მშვიდობის სამიტზე მსოფლიო ლიდერების განცხადებები.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები არის სპეკულაციები, სიცრუე და ბინძური კამპანიის ნაწილი.
„სხვა გზა მე არ ვიცი, ერთადერთი გზა არის ევროპული მომავალი. ეს მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით მთელი თვეების განმავლობაში იყო“,-განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა უპასუხა კითხვას, „მსოფლიო ლიდერები გვატყუებენ?“

ასევე დაგაინტერესებთ