– თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა – „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი უცხადებს

თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა- „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70% -ზე მეტი უცხადებს , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ახასიათებს დაბალი აქტივობა, თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა. ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70% -ზე მეტი უცხადებს.
მინდა, გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ მისულხართ საარჩენო უბნებზე, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენ მიერ გამოცხადებული ნდობა, არის გარანტია, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალქის თითოეულ უბანში“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?