კახა კალაძე „თბილისი ენერჯის“ ქსელში დაზიანებაზე – მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი გადაბმის წერტილში იყო დაზიანებული, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება

ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გაზმომარაგების ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მედიასთან „თბილისი ენერჯის“ ქსელში მომხდარი დაზიანების საკითხზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზის სრულად ჩართვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება.
„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ.
დღეს, ჩვენ მოვისმინეთ „თბილისი ენერჯის“ განცხადება, რომ პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრილია. კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაც მქონდა. ბუნებრივი აირის მომხმარებლის დონეზე გაშვება შესაბამისი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები