კახა კალაძე – ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ „კანონი რუსულია“, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო

პროექტებს, რომლებიც პოლარიზაციისკენ და ექსტრემიზმისკენაა მიმართული, დონორი ორგანიზაციები ვერ დააფინანსებენ და სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავად ფიქრობდა, რომ კანონის შემოღება დონორი ორგანიზაციებისთვისაც გამოსავალი იქნებოდა, რადგან არსებობს მაგალითები, როდესაც მათი დაფინანსებით “რევოლუციის ტრენინგებს აწყობდნენ”.
კახა კალაძის თქმით, ადამიანები, რომებიც დღეს ამბობენ, რომ კანონი რუსულია, ასევე ამბობდნენ, რომ “დემოკრატიის შუქურა იყო”.
“თავიდან ვფიქრობდი, რომ კანონის შემოღება დონორი ორგანიზაციებისთვისაც გამოსავალი იქნებოდა. გახსოვთ, იყო შემთხვევები, როდესაც ისინი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგალითად, ერთ-ერთი ორგანიზაცია გვეუბნებოდა, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგებს ატარებდა და რეალურად ეს სიმართლე არ იყო, რევოლუციის ტრენინგს აწყობდნენ.
ამ კანონით ცხადი ხდება ის, რომ ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს. პროექტებს, რომლებიც პოლარიზაციისკენ და ექსტრემიზმისკენაა მიმართული, დონორი ორგანიზაციები ვერ დააფინანსებენ და სწორედ ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ.
მაში,ნ როდესაც ყველას უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ კანონი რუსულია, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო”, – განაცხადა კალაძემ.