კახა კალაძე – ზუსტად იგივე კანონი გადმოგვაქვს, რაც აშშ-ში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს და გვექნება იგივე დამოკიდებულება უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, თუ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით

ზუსტად იგივე კანონი გადმოგვაქვს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს და გვექნება იგივე დამოკიდებულება უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, თუ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც მიმდინარე კვირაში პარლამენტში დაგეგმილ „ფარას“ კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის გამჭვირვალობა.
„როგორც იცით, ჩვენ თავიდან „გამჭვირვალობის კანონი“ გვქონდა დაინიცირებული, რომელსაც ადგილობრივმა აგენტურამ, გარე ძალების ჩართულობით რაღაც იარლიყები [მიაკერეს], თითქოს ეს რუსული იყო, არანაირი კავშირი მას რუსულთან არ ჰქონდა.
ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის გამჭვირვალობა, იმის გათვალისწინებით, რომ უცხო ქვეყნებიდან ძალიან დიდი თანხების წლების განმავლობაში შემოდინება ხდებოდა, რაც ქვეყანაში დაპირისპირებას, პოლარიზაციას, სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობას ხმარდებოდა. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში აგენტურა დაფინანსებულიყო, აგენტურული ხაზი შეექმნათ და შემდეგ, ნებისმიერ დროს, როდესაც მათ დასჭირდებოდათ, სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ, ჩვენ ამის მოწმენი გავხდით, ძალიან ბევრჯერ [ამის] მცდელობა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, დღეს საქართველოს ხელისუფლება თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი, საქართველოს სახელმწიფო არის ძლიერი და ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ზუსტად იგივე კანონი გადმოგვაქვს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს და გვექნება იგივე დამოკიდებულება უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, თუ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება -სთან ურთიერთობებს, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო სამი წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საზოგადოებამ კარგად გაიგო, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა.
„არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ მივესალმებით ურთიერთობების დარეგულირებას. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიცავდით ჩვენს ინტერესს, ქვეყანას და არავის ვაძლევდით საშუალებას, საქართველო გამოეყენებინათ თავიანთი ზრახვებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ეს სამი წელი. გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა – იყო პირდაპირი მუქარები, შანტაჟი, რომელიც ახლაც გრძელდება, თუმცა ხალხთან ერთად დავდექით ძალიან მტკიცედ, გამოვიჩინეთ პრინციპულობა, საზოგადოებას ავუხსენით რეალობა, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, რა ძალები ებრძოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ადგილობრივი აგენტურის ჩართულობით. ხალხმა გაიგო ყველაფერი, მხარი დაგვიჭირა და ერთად შევძელით, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურება აგვერიდებინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერი იმედოვნებს, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხების შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება და ეს ყველაფერი საქართველოზე დადებითად აისახება.
„აშშ-ის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხება და გვინდა, რომ ეს ყველაფერი აისახოს საქართველოზე, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით, ქმედებებით, ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი, თუნდაც სტრატეგიული ურთიერთობები, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე