კახა კალაძე: ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას

თბილისის მერი საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ულოცავს.
როგორც მერმა ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ იქნება პრეზიდენტი, რომელიც ერთგულებით და პატრიოტიზმით მოემსახურება ქვეყანას და დაიცავს მის ეროვნულ ინტერესებს.
„პირველ რიგში, საქართველოს ვულოცავ ახალ პრეზიდენტს, პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას. ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა. პრეზიდენტის ინსტიტუტს წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა რეპუტაცია, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ისინი ემსახურებოდნენ გარე ძალებს. მინდა, ახალ პრეზიდენტს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის