„ეროვნული კრების დეკლარაციაზე“ – ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში – ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა

ჩვენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში. ეს არის ჩემი პასუხი , – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა მ თავისუფლების მოდენაზე მიმდინარე პროცესები და დეკლარაცია, რომელიც მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას გააცნო.
კალაძის თქმით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველაფერი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში.
„შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე გაბედავს და გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში.
ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე გამოხატა მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ, ეს არის პასუხი ქართველი ხალხის მხრიდან და პასუხია ისიც რა რაოდენობა არის შეკრებილი დღეს თავისუფლებაზე.“- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ნებისმიერი ტიპის ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„მათი ნებაა, ვინ და რას ირჩევს. თუ ვინმეს უნდა გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ესეც მათი უფლებაა და არავინ ზღუდავს ამაში. თუმცა, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ტიპის ქმედებებს ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება, ცხადია, კანონის ფარგლებში“,-განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი