– ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება – წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ

ელენე ხოშტარია არავის არაფერში არ სჭირდება – წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა ადამიანების წამება არ არის.
„ჩვეულებრივი სისულელეა, ელენე ხოშტარია არავის არაფერში არ სჭირდება და არც წამება. წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო კონკრეტული, რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული ადამიანები, კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება.
ეს ჩვეულებრივად მოგონილია და პოლიტიკური სპეკულაციაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ, არასდროს არავის არავინ არ უწამებია. ეს არ არის “ქართული ოცნების” ხელწერა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც აწამებდა, კლავდა, აუბედურებდა, ზუსტად ეს რადიკალური დაჯგუფება იყო, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო. დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ – „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და ეს მათი ხელწერა იყო. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ ყველას ვუდგებით კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში, ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში