დარწმუნებული ვარ შევძლებთ, მხოლოდ ერთი პროექტით არ შემოვიფარგლოთ და გავაგრძელოთ ტრამვაის ხაზების მშენებლობა თბილისის მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი ტრანსპორტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს თბილისს და თბილისელებს, დავაბრუნოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახალი ტრამვაი დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით იმოძრავებს.
„ჩვენ დავაანონსეთ ახალი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, პირველი ხაზი იქნება დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ შევძლებთ, მხოლოდ ამ ერთი პროექტით არ შემოვიფარგლოთ, გავაგრძელოთ ტრამვაის ხაზების მშენებლობა თბილისის მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი ტრანსპორტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს თბილისს და თბილისელებს, დავაბრუნოთ“,- აღნიშნა კალაძემ.
