– გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ – ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ და გიორგი ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ – ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთის საელჩო „ერთ-ერთი მოწინავეა იმ დიპლომატიურ მისიებს შორის, რომლებიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებასა და რევოლუციის მცდელობას ახალისებს“.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივი დიპლომატების ჩართულობასა და კავშირზე ძალადობრივ ჯგუფებთან, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის საელჩო ერთ-ერთი მოწინავეა ამ ყველაფერში, რომელიც ახალისებს ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩას და დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობის მცდელობას და ა.შ. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან.“- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეპშტეინის ფაილებში” მოხსენიებული ჩეჩენი ბიზნესმენი უმარ ჯაბ­რა­ი­ლო­ვი გარდაცვლილი იპოვეს, დაკრძალვას მისი არც ერთი შვილი არ დასწრებია – “ფუფუნების სიმბოლო მარტოობასა და ვალებში ცხოვრობდა”