კახა კალაძე გაზის მილის დაზიანებაში „მესამე პირის“ მონაწილეობის კვალს ვერ ხედავს

თბილისის მერი დედაქალაქის გაზმომარაგების ერთ-ერთი მილის დაზიანებაში „მესამე პირის“ მონაწილეობის კვალს ვერ ხედავს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ამის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს, მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუკი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ“, – თქვა კახა კალაძემ.
9 თებერვალს, საღამოს, დაზიანდა 500-მილიმეტრიანი მილსადენი, რომელიც თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს ამარაგებს გაზით. როგორც კომპანია „თბილისი ენერჯი“ აცხადებდა, მიზეზი, სავარაუდოდ, „მესამე პირის“ მიერ გამოწვეული დაზიანება იყო. რადიო თავისუფლებამ ვერ გაარკვია კომპანიაში, ვინ იგულისხმებოდა „მესამე პირში“.
10 თებერვალს, დილით, კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მილსადენის დაზიანებული ნაწილი აღადგინეს და ქსელში გაზი გაუშვეს. მოსახლეობის მცირე ნაწილს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“