: ს მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკური საქმიანობაა

ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კალაძე წერს, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.
„დიდია მისი წვლილი საქართველოს აღმშენებლობაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, თუმცა ს მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკური საქმიანობაა. დღეს, როცა მსოფლიო მოწმე გახდა ლიბერალიზმის ნიღბით შეფუთული ფაშიზმის გამოაშკარავების, ხელისგულზე დაიდო ყველა პროცესი, თვალხილული გახდა საფრთხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ აარიდა ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზაზე იყო უამრავი გამოწვევა, სანქციები, მუქარა და შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, ღირსეულად იარა ამ გზაზე, საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ თარიღს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს საკეთილდღეოდ!“ – წერს კახა კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა