– ბიზნესსექტორის წარმომადგენლების 99% „ქართული ოცნების“ შემომწირველია, რატომ გიკვირთ? რა არის ამაში ცუდი? ეს -ში ჩვეულებრივი პროცესია

ქვეყანაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლების 99% არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ „ქართული ოცნების“ შემომწირველების ტენდერებში გამარჯვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის განმარტებით, არ არის გასაკვირი, რომ დღეს ბიზნესი მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს.
„დღეს ქვეყანაში ზოგადად ბიზნესი თავისუფალია, ეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას ეხება. ბიზნესი, რომელიც სააკაშვილს ჯიბეში ედო და უდიდესი ტერორის ქვეშ იყო, დღეს არის სრულად თავისუფალი. ის, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მივდივართ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში ბიზნესს. რატომ გიკვირთ,რომ იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, აღნიშნული კომპანიები, ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლები ეხმარებიან და თანხის შემოწირულებებს აკეთებენ, რა არის ამაში ცუდი? ნახეთ როგორ ხდება -ში, ჩვეულებრივი პროცესია. იგივე პროცესია, კონკურენცია. ვინც საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, გამარჯვებული არის ის. ქვეყანაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლების 99% არის ქართული ოცნების“ შემომწირველი. ეს შემთხვევითი კი არ არის? უნდა გაიაზროთ, გაანალიზოთ რატომ? პასუხი არის მარტივი, როდესაც თქვენ ხელისუფლებაში იყავით, გეტყვით როგორ იყო, თუ გაიაზრებ ამას და მიხვდები“, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.
თავის მხრივ, ჟურნალისტმა თბილისის მერს მიმართა, რომ „ნაციონალურიო მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში თავად იყო ექსპრეზიდენტ ს მხარდამჭერი, რაზეც თბილისის მერმა ასე უპასუხა: „მე მხარდამჭერი ვიყავი და ასევე, ვაკრიტიკებდი იმაზეც, რაც არ მომწონდა. ამაზე ღიად ვსაუბრობდი. მე თქვენგან განსხვავებით, აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვარ, არავისზე დამოკიდებული ადამიანი არასდროს ვყოფილვარ, ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა და არ მიჭირდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, კარგი რაც კეთდებოდა და ცუდი. ბიზნესი ჯიბეში ედო სააკაშვილს, ღამის 03:00 საათზე აპატიმრებდნენ ბიზნესმენებს, ან ვინც დაჭერილი ჰყავდათ, გამოჰყავდათ და ნოტარიუსები შეჰყავდათ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ართმევდნენ. დღეს ბიზნესი არის სრულიად თავისუფალი. ნუ გიკვირთ, რომ ისინი [ბიზნესმენები] მხარს უჭერენ იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს “.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში