კახა კალაძე – ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, იქიდან მიღებული ფულით ჯიბეებს ისქელებენ, ჩვენ გვეუბნებიან რუსეთისკენ მიდიხართო – ბატონყმური დამოკიდებულება გარედან, კატეგორიულად მიუღებელია

ის ადამიანები ან ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, ჩვენ გვეუბნებიან სკენ მიდიხართო. არსად მივდივართ, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ბიზნესმენების ნაწილი, რომელიც თითქოს, ყველაფერ რუსულს გმობს, ხელისუფლებას ადანაშაულებს რუსულ კურსში, სინამდვილეში თავად არიან კავშირში რუსეთთან და დაფინანსებასაც იქიდან იღებენ.
„ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი. ჩვენ აქეთ მოგვიწოდებენ, რომ ვითომ რუსეთისკენ მივდივართ. ამ დროს არსად მივდივართ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერს ვაკეთებთ. თუკი ამ მიმართულებით რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მომხდარი. მეორე მხრიდან გვაშანტაჟებენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ ის ადამიანები ან თუნდაც ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთთან, ყველაზე მეტჯერ არიან რუსეთში ნამყოფები, იქიდან პირდაპირ თანხებს იღებენ სხვადასხვა გზით, დაფინანსებით, ბიზნესის სახით. სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ რუსეთისკენ მიდიხართო, თავად კი კარგ ბენეფიტებს იღებენ, ჯიბეებს ისქელებენ.
„ქართული ოცნება“, პირველ რიგში, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, დგამს ყველა ნაბიჯს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გარედან თავს არავის ვუხრით და ქვეყანას ვიცავთ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ბატონყმური დამოკიდებულება გარედან, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვასალი არ ვართ. ვართ დამოუკიდებელი, შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფერს დავიცავთ და გავამტკიცებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!