– ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება – გამოცხადებულია ტენდერი, იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია

ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა – ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იანვრის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.
„გამოცხადებულია ტენდერი. ძალიან მალე, ტრამვაიზე, იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს პროექტის განხორციელებას. ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა. ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში“,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა