კახა კალაძე – არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია, ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც

ლიბერალური ფაშიზმი არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან გავრცელებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას
ს პარლამენტის მიერ ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის „საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებას“.
კახა კალაძის თქმით, ლიბერალური ფაშიზმი დასრულდება.
„თქვენ არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია. ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც. თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, ამბობ სიმართლეს და არ ექვემდებარები მათ რიტორიკას, არ იმეორებ მათ “მესიჯებს”, ხარ მტერი. მოიფიქრებენ ათას სისულელეს, ხან რუსეთუმეს გეძახიან, ხან ვითომ „ს ინტერესებს რატომ ემსახურები“, ხან შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ. აი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ნახეთ, ქვეყნის შიგნით რა ვითარებაა. როგორ აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, განურჩევლად მათი პროფესიისა. ვისაც აქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია, როგორი დამოკიდებულება არის. ფეხბურთელები ავიღოთ, ხელოვნების წარმომადგენლები ავიღოთ. შენ თუ არ ჯდები მათ „მესიჯბოქსში“, მაშინვე შემოგივარდებიან, დაგაბულინგებენ, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან