– არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ გაერთიანება – გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე – „თვალთხარიას“ – ოპოზიციის მთავარი საზრუნავი ბარიერთან მიახლოება და მისი გადალახვა იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მთავარი საზრუნავი ბარიერთან მიახლოება და მისი გადალახვა იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან გაერთიანდება.
„მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი [„ლელოს“ და „საქართველოსთვის“]გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე „თვალთხარიას“ ეძახდა. არ ვიცი ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?! რაღაც ლოგიკა ხომ არსებობს?! თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისთან გაერთიანდება. მთელი ოპოზიციური სპექტრი გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად, ცალ-ცალკე პარტიებად იყვნენ წარმოდგენილები, ყველასთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდეს და ზოგიერთებმა საარჩევნო ბარიერი გადალახონ“,- განაცხადა მ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ