კახა კალაძე – არ ვიცი, პაატა ბურჭულაძე, რას აპირებს – სიმღერა ვიცი, რომ კარგად გამოსდის და მე მგონია, რომ ჯობია სიმღერა გააგრძელოს

არ ვიცი, პაატა ბურჭულაძე, რას აპირებს – სიმღერა ვიცი, რომ კარგად გამოსდის და მე მგონია, რომ ჯობია სიმღერა გააგრძელოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, რომ საქართველოს მოქალაქეები 8 აპრილს პარლამენტის წინ შეიკრიბონ და ღამე გაათენონ.
გარდა ამისა, კალაძის შეფასებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის „დიდი ხანია დაპირისპირება გრძელდება“.
„დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება. ს ლიდერობა ვერ შედგება. ეს რადიკალური დაჯგუფება სალომე ზურაბიშვილს იყენებდნენ და თვითონაც ამ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი გახდა, თავისი სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც მას პრეზიდენტის შემთხვევაში ჰქონდა. დღეს, მას [სალომე ზურაბიშვილს] არანაირი სტატუსი არ გააჩნია და შესაბამისად, ამ რადიკალურ დაჯგუფებასაც, როგორც უსტატუსო სალომე ზურაბიშვილი არ სჭირდება. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
კალაძის თქმით, „კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ, გვაშინებთ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს და კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ეს რაღაც ზემოდან ყურება, ბრძანებები, ვისთანაც გასდით იმასთან გაუვიდეთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, არც კაია კალას და არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს, თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გათელილი იყოს, როგორც სხვა ქვეყნის შემთხვევაში გააკეთეს.
რა პროტესტზე მელაპარაკებით? რომელ პროტესტზე მელაპარაკებით? – ერთი რამე უნდა გაიგოთ. თქვენ ხართ უმცირესობაში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”. კაია კალასი, მსგავსი ტიპის ჩინოვნიკები ყველა უმცირესობაში ხართ. ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის წინააღმდეგია – რადიკალები, ვითომ რაღაც პოლიტიკური პარტიები, ეს აგრესიული დაჯგუფებები – უმცირესობაში ხართ და მოგიწევთ, ამ ყველაფერს შეეგუოთ“, – აღნიშნა კალაძემ.