კახა კალაძე – არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინა დამნაშავეებს საქართველოს გადმოსცემს – კრიმინალების ვიზიტები აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს

არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს მხარეს დამნაშავეებს გადმოსცემს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გეგმავს საქართველოს ხელისუფლება ს მიმართოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების თაობაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა.
„არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს მხარეს გადმოსცემს იმ დამნაშავეებს, რომლებზეც საუბრობდით იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა, ეს ძალიან ცუდია და რბილად რომ ვთქვათ, აზიანებს ურთიერთობებს. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება. ასევე ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც კონკრეტული მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. შესაბამისად, ესეც, რა თქმა უნდა, აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს“, – აცხადებს კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის