კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და არა მხოლოდ, გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის – არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ ამ ყველაფერზე

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის, რევოლუციის მოწყობისთვის – არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ ამ ყველაფერზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ღიად ისაუბრა და რამდენიმე ორგანიზაცია ამავე მიზეზით დახურა.
„თქვენ იცით, რომ, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. NGO – სექტორი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის, რევოლუციის მოწყობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმაც ღიად ისაუბრა ამ ყველაფერზე და რამდენიმე ორგანიზაცია დახურა ამისთვის, რომ ისინი თანხებს აგზავნიდნენ სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომ იქ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს თანხები ხმარდებოდა საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, დაპირისპირების მცდელობას, იმ ტიპის ადამიანების შექმნას, რომლებსაც დღეს რუსთაველზე ვხედავთ საღამოობით – ის 30 „აკაცუკი“. მარტივი არ არის შექმნა ასეთი ადამიანი, ამაში ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა და წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა. ყველაფერი ცხადი და ნათელია და არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ