კახა კალაძე ალენ ბერსეს ვიზიტზე – კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და არასდროს დაგვიხურავს კარი ვინმესთვის

კომუნიკაცია მნიშვნელოვანია – ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და არასდროს დაგვიხურავს კარი ვინმესთვის, პირიქით, ყოველთვის ვამბობთ, რომ ჯანსაღი ურთიერთობები და არსებული სიტუაციის გაჯანსაღება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებების შესაძლო შეტანასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის თანამშრომლობისთვის ღიაა.
„რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს“, ჩვენ რამდენჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ვინმე გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რა არის აღნიშნულ კანონმდებლობაში პრობლემა. მაშინაც ვიძახდით და ახლაც იმავეს ვიმეორებთ – გამოთქვით კონკრეტული მოსაზრებები და მიუთითეთ, თუ რა არის პრობლემა აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რა ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და რას შეუქმნის აღნიშნული კანონი საფრთხეს. ჩვენ არანაირი პასუხი ამაზე არ მიგვიღია და დღესაც პასუხი არ არსებობს. უბრალოდ, მოიფიქრეს რაღაც პიარული სისულელე, რომ ეს არის რაღაც, „რუსული კანონი”. არადა, ნახეთ საფრანგეთმა ამაზე მძიმე კანონი მიიღო. იმაზეც მზად ვართ, რომ ანალოგიური გადმოვიტანოთ, რაც საფრანგეთმა მიიღო და რომელიც გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჩვენი მიღებული გამჭვირვალობის კანონი. ასე რომ, თუკი რაიმე არსებობს, კონკრეტული თუ რა შეიძლება შეიცვალოს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ოღონდ ვინმემ თქვას. ამასთან დაკავშირებით არც ჩვენ, არც საზოგადოებას არ მოუსმენია არგუმენტი. ერთადერთი პასუხი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს – იმიტომ. მეტი არაფერი მოგვისმენია“, – განაცხად კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ