კახა კალაძე – ადამიანები, ვინც დაყოფილები არიან, საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ ხაზს, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა” – ერთი პატრონი ჰყავთ, უსამშობლო ადამიანები არიან

ადამიანები, ვინც დაყოფილები არიან, ზოგი შეიძლება “ლელო” იყოს, გახარიას პარტია და ასე შემდეგ, საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ ხაზს, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა”- დღეს შეიძლება დაყოფილები იყვნენ, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავთ. უსამშობლო ადამიანები არიან , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ს, ელენე ხოშტარიას და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის გაერთიანება არ აინტერესებს.
“საერთოდ არ მაინტერესებს. გვარამია დიდი ხანია პოლიტიკაშია, გვახსოვს მისი განცხადებები და კონკრეტული ქმედებები. ის, რომ თითქოს ახლა შემოდის პოლიტიკაში ძალიან დიდი სიყალბეა, პოლიტიკაში იყო და წარმოადგენდა “ნაციონალურ მოძრაობას”. ის ადამიანები, ვინც დაყოფილები არიან ზოგი შეიძლება “ლელო” იყოს, გახარიას პარტია და ასე შემდეგ, საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ ხაზს, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს შეიძლება დაყოფილები იყვნენ, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავთ. უსამშობლო ადამიანები არიან, რომელთაც ქვეყნის ინტერესი არ გააჩნიათ, რასაც დაავალებენ და ეტყვიან, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები იყოს, მზად არიან ყველაფერი გააკეთონ”,-აღნიშნა კალაძემ.