მ საახალწლო ღონისძება გადადო

თბილისში მთავარ ნაძვის ხეს დღეს, 14 დეკემბერს აღარ აანთებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“, – თქვა კახა კალაძემ.
თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. ააწყეს ნაძვის ხე და მოაწყეს სცენა. ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო.
ღონისძიებამდე რამდენიმე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გაითიშა და დაიწყეს ტექნიკის დაშლა.
უკვე მე-16 დღეა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მერიას ნაძვის ხე უნდა აენთო, მთავარი საპროტესტო ადგილია. ისინი აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ომი სურს, რომელმაც უკანონო შეჭრა დაიწყო

ვახტანგ კაპანაძე – მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავენ – საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთთან, რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია