კახა კალაძემ ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება, კახა კალაძის საახალწლო საჩუქარი – კონცერტი მშობლიურ სამტრედიას, ხოლო საცხოვრებელი სახლი – ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს.
სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა.
დღეიდან ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი ექნება.
“უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. მან სამტრედიაში არაერთი ოჯახი გაახარა და გააბედნიერა, მათ შორის არის ჩემი ოჯახიც,”- განაცხადა ლაშა ნიკურაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს