კახა კალაძემ, ნაძალადევსა და ჩუღურეთში, 30-ზე მეტ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერიის მიერ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 21 ოჯახს და ჩუღურეთში 13 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
„დღეს 34 ოჯახი გავახარეთ მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ იმ საცხოვრებელი ფართების, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ეს ადამიანები და, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 3 000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილებულია.
მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს: აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობებს, სადაც ცხოვრობენ და ყველანაირად დაეხმარებიან,“ – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან