კახა გოგოლაშვილი – რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ვატიკანში?! მაშინ გვითხრან, ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას რა „გარღვევა“ მოჰყვა, დავითაშვილის აშშ-ში შეხვედრა კი ტექნიკური იყო ანუ ერთმა მხარემ გააცნო მეორეს, რა შეხედულებები აქვს

რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ნეტავ იმ დღეს?! – მოკლე გასაუბრებაზე რა მოგახსენოთ, შეიძლება, [ტრამპმა ყაველაშვილს] ჰკითხა ვინ ბრძანდებითო, იმან უპასუხა და ამით დამთავრდა – სიმპტომატურია, რომ ხელის ჩამორთმევაზე არის ასეთი აჟიოტაჟი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი” „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომ ვატიკანში, ს დაკრძალვის ცერემონიალზე მყოფმა დონალდ ტრამპმა მიხეილ ყაველაშვილს ხელი ჩამოართვა.
მისი თქმით, ხელის ჩამორთმევა უბრალოდ, ძალიან ფორმალური აქტია, რომელზეც არ შეიძლება რამე იმედები დაამყარო.
„მოკლე გასაუბრებაზე რა მოგახსენოთ, შეიძლება, ჰკითხა: ვინ ბრძანდებითო, იმან უპასუხა და ამაზე დამთავრდა, მაგრამ რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ნეტავ იმ დღეს?! შეიძლება ვიფიქროთ, რომ როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეულს მაინც, თუ ასეულს არა. ამიტომ ეს არაფერს ნიშნავს. ხელის ჩამორთმევა ხომ რაიმე განცხადება არ არის?! რაიმე სახის აღიარება არ არის?! ასეთი რამე არც ერთ პროტოკოლში არ წერია. აი, ხელის არჩამორმევა, სპეციალურად, როდესაც სხვებს ჩამოართვი და მაინცდამაინც ამას არ ჩამოართვი, ბევრს ნიშნავს, მაგრამ როდესაც შენს ხელს ართმევ ზედიზედ მდგარ სახელმწიფოს მეთაურებს, რომელთა რიგში პროტოკოლის მიხედვით, ის მოხდა, ჩამორთმევა ამ შემთხვევაში არის უბრალოდ ძალიან ფორმალური აქტი, რომელზეც არ შეიძლება რამე იმედები დაამყარო. ასევე სიმპტომატურია, რომ მხოლოდ ხელის ჩამორთმევაზე არის ასეთი აჟიოტაჟი და იმაზე, რომ თურმე, სურათში ვიღაცას ტრამპმა ხელი აუწია და ყაველაშვილი იქით უკან სადღაც იდგა და მაინცდამაინც იმას აუწია. ანუ, რა სახის გარღვევა მოხდა კონკრეტულად, მაშინ თქვან და რაზე ისაუბრეს, რას დაჰპირდნენ ამერიკელები ვთქვათ, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას?!,“ – განაცხადა გოგოლაშვილმა.
გარდა ამისა, მან ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შორის შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „შესაძლოა, ეს შეხვედრა თავად ლევან დავითაშვილის მხრიდან იყო მოთხოვნილი“.
გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია, მესამე ეშელონის ხელმძღვანელ პირს რამე განსხვავებული ეთქვა იმისგან, რაც ჩვენ მოგვისმენია, მაგალითად, თეთრი სახლის სპიკერის, ან ელჩის მხრიდან“.
„როდესაც მინისტრს იღებს არა მისი თანასწორი პირი, არამედ ბევრად უფრო დაბალი რანგის მოხელე, ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ აქ არ არის საუბარი რაღაცა პოლიტიკურ შეხვედრაზე და შეუძლებელია, რომ იქ რაღაც პოლიტიკური საკითხები განეხილათ. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელსაც შეიძლება სდევდეს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი, ანუ, ერთმა მხარემ გააცნოს მეორეს, რას აპირებს და რა შეხედულებები აქვს,“ – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, კახა გოგოლაშვილმა გადაცემაში ვატიკანში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, სა და ს შორის ეს შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ მათ განმარტოებულად საუბარი შეეძლოთ.
გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრის შემდეგ, ტრამპის ტონი შერბილდა და ზელენსკის მიმართ უფრო მეტ სიმპათიას იჩენს.
„ჩემთვისაც მათი შეხვედრის ფოტოები ბევრის მთქმელი იყო. პირველ რიგში, ის, რომ მოხდა ცალკე შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრამპი ზელენსკის იმ ადამიანების გარეშე შეხვდა, რომლებიც ჩემი აზრით, ძალიან ცუდ რჩევებს აძლევენ და პრაქტიკულად, მათ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შემდეგ, ტრამპი, ხშირ შემთხვევაში, აკეთებს არაკორექტულ და არასწორ განცხადებებს. ეს შეხვედრა მაგით იყო გამორჩეული, რომ მათ შეეძლოთ ასე განმარტოებულად ესაუბრათ. ყოველ შემთხვევაში, მისი შემდგომი განცხადებებით ჩანს, რომ მასზე ზელენსკის საუბარმა რაღაც გავლენა მოახდინა, იმიტომ, რომ ბევრად უფრო შერბილებული იყო ტრამპის ტონი ბოლო დღეებში. ბევრი რამის თქმა შეუძლებელია, როცა არ ვიცით ამ ყველაფრის შიგთავსი, თუ რაზე იყო საუბარი, მაგრამ ჩვენთვის ალბათ, გასაგებია, რომ აქ იქნებოდა საუბარი იმაზე, თუ ს რა პირობებზე შეიძლება დასთანხმდეს , ან როგორ შეიძლება ერთად რაღაცნაირად დაითანხმონ, ამ მოიყვანონ იმ კონდიციაში, როდესაც ის რაღაცაზე წამოვა მართლა მშვიდობის დამყარებაზე და ა.შ. აქ ძალიან ბევრი თემა იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ შემიძლია ზედაპირულად ვთქვა, რომ უბრალოდ რაც დაეტყო ეს იყო ტრამპის ტონის შერბილება და ზელენსკის მიმართ უფრო მეტი სიმპათიის ჩვენება,“ – აღნიშნა გოგოლაშვილმა.
ამასთან, მან შეაფასა ტრამპის განცხადება, რომ „ზელენსკი უფრო დამშვიდებულია“ და აღნიშნა, რომ -ის პრეზიდენტმა სავარაუდოდ, საკუთარი მდგომარეობა აღწერა და „ის ზელენსკის შინაგან მდგომარეობას ასე მარტივად, ან შეამჩნევდა, ან არა“.
გოგოლაშვილის თქმით, „ზელენსკის სიმშვიდე იშვიათად თუ აკლია“.
„ტრამპის შეფასებები მე ვფიქრობ, იშვიათად არის ობიექტური. ძირითადად, გამომდინარეობს საკუთარი მდგომარეობის ხედვიდან. ანუ ფსიქოლოგიური პროტოტიპი რომ დავხატო, ტრამპი არის თავის თავზე მეტად კონცენტრირებული ადამიანი, ვიდრე სხვებზე. ანუ, ის ზელენსკის შინაგან მდგომარეობას ასე მარტივად ან შეამჩნევდა, ან არა. ის უფრო თავის მდგომარეობას აღწერს ამ შემთხვევაში. როგორც ჩანს, ზელენსკისთან საუბარში, თავად მეტი სიმშვიდით უყურებდა სიტუაციას და არ არის გამორიცხული, რომ ეს ფსიქოლოგიური კომფორტი შეუქმნა იმ მშვიდმა გარემომ, რომელიც როგორ წესი, ასეთ ღონისძიებებზე სუფევს. ტრამპმაც თავისი შინაგანი მდგომარეობა შეაფასა, ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით, ზელენსკი ყოველთვის მშვიდია. ძალიან იშვიათი მომენტია, როცა ზელენსკი გამოდის წყობილებიდან. შეიძლება იყოს მტკიცე, ცოტა უხეშიც, მაგრამ სიმშვიდე იშვიათად თუ აკლია. ასე რომ, მე ვერ ვენდობი ტრამპის ასეთ შეფასებას, თითქოს, მან დაინახა ზელენსკის შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეხვედრამ მას შეიძლება, თავად მისცა რაღაც მეტი გადაფასების შესაძლებლობა. ერთი ერთზე უფრო მარტივად მიეცა საშუალება, რომ დაენახა რეალურად ზელენსკი მის მიმართ დამოკიდებულება. ზელენსკის დამოკიდებულება ტრამპის მიმართ გამომდინარეობს მისი ქვეყნის სიყვარულიდან და მისი ქვეყნის ინტერესებიდან. ის შეუძლებელია, იყოს, ან ცინიკური, ან აგრესიული, ან ა.შ. რა თქმა უნდა, ის ტრამპში ხედავს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, მისი ქვეყნის გადარჩენისთვის და ეს უფრო უკეთ დაინახა, მე მგონი, ტრამპმა, რაღაც ინტერფერენციების გარეშე,“ – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.