მე დემონსტრაციულად დავადასტურე ჯერ ტაშით, მერე ავდექი და სპეციალურად, ყველას დასანახად, მე მასმედიას მივმართავ, ჩემი თაობის სახელით, ხაზს ვუსვამ, მამების თაობის სახელით, ავდექი და მადლობა გადავუხადე სრულფასოვანი, დახვეწილი, გამართული და სწორად ორიენტირებული სიტყვისათვის, რომელსაც ლაპარაკობდა კაცი, რომელიც ამას წერდა, ამას განიცდიდა და თავის ქვეყანას ხედავდა უკვე ჩემს ასაკში, თავის შვილების დანატოვარი ამ სიტყვის მეოხებით. დიდი მადლობა ძვირფასო ბატონო შალვა, დიდი მადლობა. ჩემი თაობის სახელით ვლაპარაკობ მე.
ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე პარლამენტში შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.