კახაბერ ლაბუჩიძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს განა აუცილებლად მივიღებთ, აუცილებელია, რომ მივიღოთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს გაშმაგებით ებრძვიან ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ლიდერები, არავინ სხვა, და ისინი შანტაჟის ენით საუბრობენ, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
კახაბერ ლაბუჩიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, პოლიტიკური გზა გაიხსენა და დღეს მიმდინარე მოვლენებთან პარალელები გაავლო.
მისი თქმით, 9 აპრილ გამოვლილ ერს მაშინ ევროპის ლიდერებმა უთხრეს, რომ დამოუკიდებლობაზე ფიქრი უდროო იყო და ერი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა.
„მაშინ არ შევეპუეთ არაფერს და დამოუკიდებლობა მაინც გამოვაცხადეთ. ახლა სიტყვები შეცვალეს. თუ მაშინ გვეუბნებოდნენ, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო, ახლა გვეუბნებიან, ეს რუსული კანონიაო. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში სხვა არაფერი წერია, გარდა იმისა, თუ რა ფული შემოდის და რაში იხარჯება. ეს უნდა იცოდეს მთელმა ქვეყანამ. ამ კანონს განა აუცილებლად მივიღებთ, აუცილებელია, რომ მივიღოთ“, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ