კაცმა 25 ადამიანის ფეისბუკი გატეხა და მათს მეგობრებს თანხას სთხოვდა – პოლიცია

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფეისბუკზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა – „ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით“.
კერძოდ, -ის თანახმად, ბრალდებული მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა ადამიანს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა.
გამოძიების თანახმადვე, ბრალდებული ამ სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას დაეუფლა კიდეც.
სამართალდამცველები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 25 დაზარალებული მოქალაქე გამოავლინეს.
ბრალდებული, – ინიციალებით ი.ო., – დააკავეს შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა.
მას ბრალად ედება „ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).
მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება