კაცი, რომელმაც მწერალი სალმან რუშდი დაჭრა, მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ

ჰადი მატარი – კაცი, რომელმაც დაჭრა და მხედველობა სანახევროდ დააკარგვინა მწერალ სალმან რუშდის – პარასკევს მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ.
თავდასხმა მოხდა 2022 წელს, ნიუ-იორკის სახელოვნებო ინსტიტუტის სცენაზე. ინციდენტისას გადაღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს როგორ ადის სცენაზე მატარი მაშინ, როცა რუშდის აუდიტორიის წინაშე წარადგენენ და მან მწერლების უსაფრთხოებაზე უნდა ილაპარაკოს. ჩანაწერების ნაწილი ნაფიც მსაჯულებსაც აჩვენეს, შვიდი დღის განმავლობაში წარმოებულ პროცესზე.
რუშდის დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა თავის, ყელის, ტორსის არეებში და მარცხენა ხელზე, მას მარცხენა თვალში მხედველობა წაერთვა, დაუზიანდა ღვიძლი. მწერალს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
სალმან რუშდი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენება მისცა მეივილის სასამართლოზე – მან მსაჯულებს აღუწერა როგორ ეგონა რომ მოკვდებოდა და აჩვენა ცალ მხარეს ჩამუქებული სათვალის მოხსნის შემდეგ მათ დაბრმავებული თვალი აჩვენა.
მატარი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში მეორე ხარისხით და ასევე თავდასხმაში მეორე ხარისხით, მისი მხრიდან ღონისძიების მასპინძელი ორგანიზაციის თანადამაარსებლის, ჰენრი რისის დაჭრის გამო, იმავე დღეს.
მატარის განაჩენს 23 აპრილს გამოუტანენ, მას 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკვლა დაავალა, რელიგიური ლიდერების აღქმით, მკრეხელობისთვის მის 1988 წლის რომანში ,,ეშმაკეული აიები”.
მას შემდეგ, რაც ირანის მაშინდელმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ რუშდის მკვლელობის მოწოდებით რელიგიური ედიქტი, ფატვა გამოსცა, მწერალი წლების განმავლობაში იმალებოდა, ბრიტანეთის პოლიციის დაცვის ქვეშ ბოლო წლებში ის უფრო ღიად ცხოვრობდა და ხშირად ჩნდებოდა ნიუ-იორკში.
ფორუმი