კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.
ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს