FBI-მ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული კიბერაქტორები გამოავლინა, რომელთა მიზანს შეტყობინებების აპლიკაციებში შეღწევა წარმოადგენს” – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კაშ პატელი ავრცელებს.
“კამპანიის სამიზნე მაღალი სადაზვერვო ინფორმაციების მქონე პირები არიან, მათ შორის აშშ-ის მთავრობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები, სამხედრო პერსონალი, პოლიტიკური ფიგურები და ჟურნალისტები.” | აცხადებს FBI-ის დირექტორი
მისივე ცნობით, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულმა კიბერაქტორებმა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პირად ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომა მოიპოვეს
“წვდომის მოპოვების შემდეგ, აქტორებს შეუძლიათ შეტყობინებების და საკონტაქტო სიების ნახვა, შეტყობინებების გაგზავნა და დამატებითი ფიშინგის განხორციელება.” | აღნიშნა პატელიმ