კაფე მზიური: ხელშეკრულებას აღარ გვიგრძელებენ, მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს შენობა

კაფე მზიურის ინფორმაციით, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება კაფის შენობა აუქციონზე გაიტანოს.
როგორც მენეჯმენტის განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიიღეს წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან, საიდანაც გაირკვა, რომ კაფე მზიურს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.
“დღეს მივიღეთ წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან: კაფეს მზიურს აღარ უგრძელებენ ხელშეკრულებას. გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში.
8 წლის განმავლობაში შემოსული ყოველი თეთრი ხმარდებოდა სივრცის განვითარებას და უამრავ ღონისძიებას, რომელსაც ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის ვატარებდით. პერიოდულად ვახერხებდით სპონსორების და მეგობრების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი სოციალური აქტივობები.
ჩვენ ყოველთვიურად ვაბარებთ დეკლარაციას და ვიხდით ყველა გადასახადს. ხელშეკრულების განახლების წინ, ყოველ ჯერზე ვაბარებთ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, ქალაქ თბილისის მერიას, რათა პირნათლები ვიყოთ ქალაქთან და საზოგადოებასთან აღებული ვალდებულებების წინაშე. წელს, ჩვენი თავდაუღალავი შრომის 8 წლის თავზე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს “ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად”.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი – ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად. მზიურის კაფეს ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას – შეუნარჩუნეთ კაფე მზიურს სოციალური სივრცის ფუნქცია!”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს