კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია –

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სარჯველაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს.”
“მას ასეთი მოსაზრება აქვს, შეიძლება აქვს რაიმე ღირებულება, რომლის ერთგულების გამოც, მიაჩნია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არის ახლა საპირწონედ, რომლის გამოც გამართლებულია კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მცდელობებისა, რომ ჩინეთთან ჰქონდეს აქტიური პარტნიორული ურთიერთობები. გამიჭირდება ამის ზუსტად ახსნა, მაგრამ ჩემი მოსაზრება გახლავთ თვისებრივად განსხვავებული, იმისგან, რაც არის მოსაზრება, რომ, თითქოსდა, ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის, ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩინეთთან ურთიერთობა სწორედ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს