კატარში დაასაფლავეს ჰამასის მოკლული ლიდერი ისმაილ ჰანიე

პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფის მაღალი რანგის პირთა მკვლელობების სერიიდან ეს ერთ-ერთია ჰამასს (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) და ისრაელს შორის ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე.
Reuters-ის ცნობით, დოჰაში დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრეთა შორის იყო ხალედ მეშალი, რომელიც სავარაუდოდ, ჰამასის ახალი ლიდერი იქნება. ცერემონიას ესწრებოდა აგრეთვე კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი. ჰანიეს დაასაფლავებენ დოჰას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლუსაილის სასაფლაოზე.