კატარი: ისრაელსა და “ჰამასს” შორის მძევლების შესახებ შეთანხმების სირთულეები “მხოლოდ ლოგისტიკურია”

კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი იმედით უყურებს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ისრაელსა და ევროკავშირისა და -ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ “ჰამასს” შორის. მისი თქმით, სირთულეები, რომლებიც რჩება, “ძალიან მცირედია” და ლოგისტიკურია.
Washington Post-ის თანახმად, ისრაელმა, აშშ-მა და “ჰამასმა” მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ღაზაში მძევლად მყოფი ათობით ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაზე, ბრძოლაში ხუთდღიანი პაუზის სანაცვლოდ. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის