კატარი ამერიკული კომპანია „ბოინგისგან“ 160 თვითმფრინავს შეიძენს, რომლის ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იქნება – BBC

კატარი ამერიკული კომპანია „ბოინგისგან“ 160 თვითმფრინავს შეიძენს, რომლის ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იქნება – BBC
კატარი ამერიკული კომპანია „ბოინგისგან“ 160 თვითმფრინავს შეიძენს, რომლის ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კატარში, -ის პრეზიდენტის, ს ვიზიტის დროს მოეწერა.
აშშ-მა და კატარმა კიდევ რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მათ შორის MQ-9B-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების შეთავაზებისა და მიღების წერილს, აშშ-სა და კატარს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განზრახვის შესახებ განცხადებასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, კატარის ემირს, შეიხ ტამინ ბინ ჰამად ალ-თანის გამორჩეულ ადამიანად მიიჩნევს და მეგობრობისთვის მადლობას უხდის.
„ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია