კატარის საგარეო უწყების სპიკერი – იმედი გვაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე საათში მძევლების ბოლო ჯგუფს გამოუშვებენ, მაგრამ ასევე შევძლებთ ზავის გახანგრძლივების დაანონსებას

კატარი ძალიან ოპტიმისტურია, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ზავი უახლოეს საათებში კვლავ გახანგრძლივდება, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ CNN-თან საუბარში განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე საათში [მძევლების] ბოლო ჯგუფს გამოუშვებენ, მაგრამ ასევე შევძლებთ [ზავის] გახანგრძლივების დაანონსებას. ძალიან ოპტიმისტურად ვართ, რომ დღეს პოზიტიური ახალი ამბების გაზიარება შეგვეძლება“, – განაცხადა ალ-ანსარიმ.
სპიკერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და “პოტენციური გახანგრძლივება იგივე პარამეტრების ქვეშ” იქნება, როგორც წინა შეთანხმებები.
ალ-ანსარის თქმით, მოლაპარაკებები “პოზიტიურ გარემოში” მიმდინარეობს.
„პრიორიტეტი გავუკეთეთ იმათ, ვინც მძევლებს შორის ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა, ანუ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც უმთავრესი არიან. სამოქალაქო მამაკაცების გათავისუფლებისკენ მივდივართ და შემდეგ უფრო ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვექნება ჯარისკაცებზე“, – განაცხადა ალ-ანსარიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა