კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით მოხდა.
მიღწეული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი, ისრაელი კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს.
