კატარის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის თქმით, გამოწვევები, რომელიც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში არსებობს, ძალიან უმნიშვნელოა.
კატარის პრემიერის მტკიცებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევის მიმართ მისი ნდობა იზრდება.
The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკებები კატარში, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობს, გარდაუვალია.
თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ადრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გატაცებული მძევლების დაბრუნების სანაცვლოდ დროებით ზავს განიხილავს, მაგრამ ცეცხლის სრული შეწყვეტა გამორიცხა.