მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობები „ჰამასს“ გადაეცემა, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა.
შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
„მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან“, – განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.
კატარის პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ამჟამინდელმა ეტაპმა შეიძლება მომავალში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა გამოიწვიოს.
