კასპში 12 წლის მოზარდი დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა კასპში – სოფელ ფერმაში 12 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს. “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, მეექვსე კლასელს ხელზე დაზიანება თანატოლმა, ე.წ. სამართებლით მაიყენა.
ადგილობრივების თქმით, სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ამბავი სკოლის ადმინისტრაციამ დამალა და პოლიციას დანაშაული არ შეატყობინა.
ირკვევა ისიც, რომ დაზარალებული ბიჭის მშობლების ჩვენებით სამართალდამცველები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ, როცა ამ ამბის გასაშუქებლად TV პირველი მივიდა.
მოხდა ჩხუბიო, ანუ ბავშვმა ბავშვი დაჭრა დანით თუ ბრიტვასავით რაღაცაა. მაჩვენეს რითაა დაჭრილი. არ მინდა, რომ იგივე მოუვიდეს ჩემს ბავშვს. არც სასწრაფო გამოუძახით, არც არაფერი. არაფერი რეაგირება არ მოუხდენიათ, რაც იქ მოხდა. მიხედონ სკოლას, მანდატური არ არის, არაფერი არ არის. ყოველდღე ხდება ჩხუბები. მინდა, ვთხოვო მთავრობას, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მოვიდნენ, თავისი თვალით ნახონ, სად არის მანდატური, სად არის სკოლა, რა ხდება ამ სკოლაში, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია – ის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ეს ყველაფერი არ არის, სოფელ ფერმის სკოლის პედაგოგებს უყურადღებობაში, გულგრილობასა და ძალადობაშიც ადანაშაულებენ, მძიმე ისტორიას ყვება ერთ-ერთი მოსწავლეც:
გვაშინებს მასწავლებელი, ნაჭერს გვაძლევს გაწმინდეთ ფანჯრებიო, მაგიდებიო, ნაგავი აიღეთო და გადაყარეთო, თუ არ გაწმინდავ ყვირილით მემუქრება ცემით. ერთხელ ბეჭედი ეკეთა ხელზე და ჩამარტყა თავში, სახეშიც შემოურტყია”- აცხადებს დაზარალებული.
“პირველებმა” მომხდარზე კითხვები სკოლის მასწავლებლებსაც დაუსვა, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ არაფერი მომხდარა და ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, რომ მომხდარი “არ აინტერესებთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უცხოელი ოფიციალური პირების მიერ სალომე ზურაბიშვილის „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას, როგორც ჩანს, როლი უნდა ეთამაშა – გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და „რევოლუცია“ დაეწყოთ