კასპიის ზღვაში ირანული გემი ჩაიძირა, რომელსაც სავარაუდოდ რუსეთისთვის იარაღი გადაჰქონდა

ასპიის ზღვაში ირანული გემი – Rona, ჩაიძირა, რომელსაც სავარაუდოდ, რუსეთისთვის იარაღი გადაჰქონდა. ინფორმაციას თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 14 იანვრის დილით Rona-ზე საგანგებო სიტუაციის შესახებ SOS სიგნალი მიიღეს, რის შემდეგაც შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. დროული ზომების შედეგად, ეკიპაჟის 14 წევრი გადარჩა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ირანისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

ამჟამად თურქმენეთის სამსახურები საზღვაო უსაფრთხოების რეგულაციებით გათვალისწინებულ სტანდარტულ საერთაშორისო პროცედურებს ატარებენ.

ASTRA-ს ცნობით, გემი Rona რეგულარულად მოძრაობდა ირანის პორტებსა და ასტრახანს, მაჰაჩყალასა და აზოვს შორის. ეს მარშრუტი ემთხვევა რუსეთში ირანული იარაღის მიწოდების მთავარ საზღვაო მარშრუტს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია