კაროლ ნავროცკიმ პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კაროლ ნავროცკიმ საპრეზიდენტო ფიცი პოლონეთის პარლამენტში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე დადო.
პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კაროლ ნავროცკიმ ანჯეი დუდა შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის“ დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ ივნისში გამართულ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი დაამარცხა.
ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, ხოლო ტრჟასკოვსკიმ ხმების 49.11%-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება