მეორე ბუნდესლიგის მერვე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „დარმშტადტთან“ ქულები გაიყო – 3:3.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 78-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: whoscored 7.2, sofascore 7.2, flashscore 6.7.
„კარლსრუე“ 16 ქულით ამ მომენტისთვის მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე „ულმთან“ ჩაატარებს.
კარლსრუე – დარმშტადტი 3:3
გოლები: 1:0 ბურნიჩი (11), 1:1 ლიდბერგი (15), 2:1 იენსენი (28), 2:2 კლეფიში (54), 2:3 ვუკოვიჩი (74), 3:3 შლეიზენერი (77)