კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გიორგი სიხარულიძის ფილმი ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა

6 ივლისს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის ფილმი “პანოპტიკონი” ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა.
“პანოპტიკონი” წარმოადგენს საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივ სურათს, მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩიჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.
ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო, რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ