“კარი ღიაა” – კობახიძე არჩევნებზე ჩინელი და ინდოელი დამკვირვებლების შესაძლო ჩამოსვლაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ჩინეთიდან და ინდოეთიდან იქნება სურვილი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ, მათთვის კარი ღიაა.
ამის შესახებ მან დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ფრიდონ ინჯიას პასუხად განაცხადა.
ირაკლი ს „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ ჰკითხა, იქნებიან თუ არა არჩევნებზე დამკვირვებლები ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც „თავისი წონა აქვთ მსოფლიოში“.
„რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ჩვენი კარი ღიაა ყველა დამკვირვებლისთვის. თუ იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ინტერესი, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესს დააკვირდნენ, მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით ამისთვის“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, უკვე გაგზავნილია მოწვევები ყველა შესაბამის საერთაშორისო ასამბლეაში, მათ შორის ეუთო/ოდირს, ნატოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
მისი თქმით, ხელისუფლების მიდგომაა – „რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.